loader

"აშკარაა, რომ პანდემია უკან იხევს" - რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აშკარაა, რომ პანდემია უკან იხევს" - რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში?

"ასეა თუ ისე, ოპტიმიზმის საფუძველი აშკარად გვაქვს და მართალია, იმაზე უფრო ნელა, ვიდრე ყველას გვინდა, მაგრამ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ პანდემია უკან იხევს", - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სიკვდილიანობა პანდემიის დასაწყისთან შედარებით მკვეთრად შემცირდა.

"დღემდე პანდემიას შეეწირა მსოფლიოს ყოველ მილიონ მოსახლეზე 331 ადამიანი. საშუალოდ, სიკვდილიანობა რეგისტრირებული შემთხვევების 2.2%-ს შეადგენს, ანუ პანდემიის დასაწყისთან შედარებით მკვეთრად შემცირდა. ეს, სხვა მიზეზებთან ერთად, იმანაც განაპირობა, რომ ექიმებმა კოვიდის მართვაში ბევრი გამოცდილება შეიძინეს და ბევრი შეხედულება მართვის პრინციპების შესახებ რადიკალურად შეიცვალა", - წერს მაია ბუწაშვილი.