loader

რა დეტალებს ჰყვება Bellingcat-ის მოწმე ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დეტალებს ჰყვება Bellingcat-ის მოწმე ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაზე

ზელიმხან ხანგოშვილის გერმანიაში მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. პროკურატურის განმარტებით, ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინში, რუსი ეროვნების ვადიმ კრასიკოვმა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების შეკვეთით მოკლა.

Bellingcat-ის მიერ მედიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ჩატარებულმა გამოძიებებმა დაადგინა, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ პირს ორი განსხვავებული სახელით ჰქონდა პასპორტი. ერთ-ერთი მოწმის განმარტებით, ბრალდებული რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. მეორე მხრივ, რუსეთი გერმანიის საგამოძიებო უწყებასთან არ თანამშრომლობს და მასალების გადაცემაზე უარს აცხადებს. რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მსგავსად, მომხდარზე არც საქართველოში დაწყებულა გამოძიება.

პანკისის ხეობის მკვიდრის, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის პირველი მოსმენა ბერლინში 2020 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა. ბრალდებულმა ვადიმ კრასიკოვმა დუმილის უფლება გამოიყენა.

ავტორი: ნინი გაბისონია