დალაი-ლამამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო
ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა დალაი ლამა ტენზინ გიაცომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო.
მისი ვაქცინაცია ინდოეთის ქალაქ დჰარამსალაში, AstraZeneca-ს ვაქცინით მოხდა. დალაი ლამამ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, იმისთვის, რომ ფატალური შემთხვევები თავიდან ავირიდოთ ვაქცინაცია ერთადერთი სწორი გამოსავალია.
აღსანიშნავია, რომ ტენზინ გიაცო ტიბეტელი ბუდისტების მე-14 დალაი ლამაა. 1959 წელს ჩინეთის არმიის მიერ ტიბეტში შეჭრის შემდეგ ის დევნილია და ინდოეთში ცხოვრობს.