loader

"თქვენი არავის ეშინია, არავის!" - რა ხდება ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენი არავის ეშინია, არავის!" - რა ხდება ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურია. აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დააწერეს სიტყვა “მონა”, რასაც ხმაური მოყვა. აქტივისტების განცხადებით, სამართალდამცავები მათ სამხრე კამერებით უღებდნენ. მათი თქმით, პოლიცია მათ მონაცემებს იწერს, რათა შემდეგ დააჯარიმოს.

სამოქალაქო აქტიცისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც ე.წ. კომენდატის საათი დაარღვიეს და “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან აქცია გამართეს.

მათი განცხადებით, ისინი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტს აპროტესტებენ.

აქტივისტებს თან აქვთ ტრანსფარანტები წარწერით - “ბერა მოძალადე ტიკ-ტოკერი”, “ივანიშვილის მაფიოზური ოჯახი”.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.