საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
რაგბი ევროპის ჩემპიონატის, მსოფლიოს შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლისაბონში პორტუგალია 29:16 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნებმა" 5 ლელო გაიტანეს და ბონუს ქულაც მოიპოვეს.
მეორე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 14 მარტს მადრიდში ესპანეთთან გამართავს.