"ავარიაში მოვყევი, ძალიან შემეშინდა, რა განადგურებულია" - თამო ვაშალომიძე ავარიაშო მოჰყვა, კადრები შემთხვევის ადგილიდა
ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე ავარიაში მოყვა და ემოციებს ვერ იკავებს. მისი თქმით, ძალიან შეეშინდა, რადგან მანქანაში ქალიშვილი, სოფია ეჯდა."მეგობრებო, ავარიაში მოვყევი. ერთმა მანქანამ დაუტორმუზა მეორეს და მეორემ მე დამიტორმუზა, ჩემი ბრალი გამოვიდა მაინც", - ამბობს თამო და მანქანის კადრებს აჩვენებს გამომწერებს, რომელიც საკმაოდ დაზიანებულია."რა განადგურებულია... მე კარგად ვარ, ძალიან შემეშინდა უბრალოდ, სოფია მეჯდა უკან. მადლობა ღმერთს ყველანი გადავრჩით და კარგად ვართ. ინერვიულა ცოტა და ვუთხარი მანქანას ფუფუა აქვს თქო", - ამბობს მოდელი.კადრებში თამოს პარტნიორი აკა სამხარაძეც ჩანს, რომელიც პატრულთან სიტუაციის გარკვევას ცდილობდა. თამომ როგორც ჩანს ძალიან ინერვიულა, რადგან ვიდეოს გადაღებისას ნამტირალევი თვალები ჰქონდა.