loader

"გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია" - სიახლე, რომელიც ნათია თურნავამ საზოგადოებას აცნობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია" - სიახლე, რომელიც ნათია თურნავამ საზოგადოებას აცნობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს მარტის ბოლოს განაახლებს. მისი თქმით, ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ავიაკომპანია კვირაში 45 ფრენას 20 მიმართულებით შეასრულებს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მარტის განმავლობაში სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ კვირაში, დაახლოებით, 70 სამგზავრო ფრენა განხორციელდება, ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით, ზაფხულში კვირის განმავლობაში 200 ფრენა შესრულდება.

ნათია თურნავას თქმით, უკვე გამოჩნდნენ ვაქცინირებული ტურისტები.