"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და..." - რა თხოვნით მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას მთავრობის სხდომის დაწყებამდე
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის კლებისა, ვირუსის პრევენციისთვის პირბადის ტარება აუცილებელია. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თუ ვითარება გაუარესდება, მთავრობა იძულებული გახდება შეზღუდვები ისევ დააწესოს.