loader

როგორია თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ბოლო ინფორმაცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ბოლო ინფორმაცია

თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

“თინა ხიდაშელის მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილურად უმჯობესდება, ვიყოთ მშვიდად”, – წერს ბერძენიშვილი.

რამდენიმე დღის წინ თინა ხიდაშელმა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე "ფეისბუქში" დაწერა და აღნიშნა, რომ მისთვის ყოველი ღამე წინაზე საშინელია და ყოველი დღე წინაზე მძიმე.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს და მის მეუღლეს, დავით უსუფაშვილს კორონავირუსი 18 თებერვალს დაუდასტურდათ.