loader

როგორ გაჩნდა დედის დღე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გაჩნდა დედის დღე?

დედის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ პერიოდში აღნიშნავენ. ამ დღის სამშობლოდ კი შეერთებული შტატებია მიჩნეული. კერძოდ, აქტივისტმა ჯულია უორდსმა გამოთქვა სურვილი, ყოფილიყო ისეთი დღესასწაული, რომელიც ყველა დედას მშვიდობისთვის ბრძოლაში გააერთიანებდა. თუმცა მისი მცდელობები უსაფუძვლო აღმოჩნდა. მოგვიანებით, 1907 წელს, მოქალაქე ანა ჯავისმა ამ დღის დაკანონებისთვის საჯარო მოხელეებს ოფიციალური წერილები მისწერა, რამაც შედეგი გამოიღო და 1910 წელს ვირჯინიის შტატში პირველად აღნიშნეს დედის დღე. ოთხ წელიწადში კი ის უკვე ოფიციალურად მიიღეს. დღეის მდგომარეობით,  აღნიშნული თარიღი ამერიკაში შობისა და ვალენტინობის შემდეგ ყველაზე დიდ დღესასწაულად ითვლება.

ავტორი: ნინი გოგიშვილი