loader

ვრცელდება იმ პირების დაკავების კადრები, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმაში ადანაშაულებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება იმ პირების დაკავების კადრები, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმაში ადანაშაულებენ

პოლიციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე გორში 3 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 1994 წელს დაბადებული გ.კ. 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და 1996 წელს დაბადებული თ.ა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მინები დააზიანა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.