loader

“კარვების გაშლა კი არა, ვერაფერი გიშველით! ახლა საკმარისი დრო გექნებათ "ცრემლებისთვის!“ - ანი შაქარაშვილი ძმის მკვლელობაში ბრალდებულებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“კარვების გაშლა კი არა, ვერაფერი გიშველით! ახლა საკმარისი დრო გექნებათ "ცრემლებისთვის!“ - ანი შაქარაშვილი ძმის მკვლელობაში ბრალდებულებს მიმართავს

გიორგი შაქარაშვილის და “ტვ პირველის“ სიუჟეტს აზიარებს და ძმის მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახის წევრებს მიმართავს.

“კაცობრიობამ ცივილიზაციის მიღწევამდე, ხანგრძლივი გზა განვლო და ცხოველური საწყისები გადალახა, იმიტომ რომ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო. თქვენ?! თქვენ საერთოდ ცივილიზაციას მოწყვეტილი ადამიანები ხართ და მანიპულატორები რომლებიც ცდილობენ რაღაც ადგილი დაიმკვიდრონ იმ საზოგადოებაში სადაც მათი ადგილი არ არის. იმიტომ რომ ცხოველი როდის "გაცხოველდება" არავინ იცის!! კარვების გაშლა კი არა ვერაფერი გიშველით ეგ კარავიც თავზე ჩამოგეშლებათ. მანამდე კი თქვენი შვილები მოიხდიან იმ სასჯელს რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ!! 17 წელზე ატირებული და აკანკალებული ხმა უკვე საკუთარ განაჩენზე ხელის მოწერაა, მაშინ რატომ არ აგიკანკალდათ ხელი ან ხმა ბავშვს რომ ესე იმეტებდით?! იმ ბავშვს რომელიც თქვენნაირი ცხოველებისგან გარბოდა.. ერთადერთი უდანაშაულო აქ მხოლოდ ჩემი ძმა იყო და ისიც გაწირეთ. ახლა საკმარისი დრო გექნებათ "ცრემლებისთვის" თუმცა საკითხავი ის არის როდემდე?!“ - წერს ანი შაქარაშვილი.