loader

"ვიწვევ ოპოზიციას: მოდით, ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები და შემდეგ რეფერენდუმიც" - რა ინიციატივით მიმართა ფაშინიანმა ოპოზიციას და რა ხდება სომხეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიწვევ ოპოზიციას: მოდით, ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები და შემდეგ რეფერენდუმიც" - რა ინიციატივით მიმართა ფაშინიანმა ოპოზიციას და რა ხდება სომხეთში

ნიკოლ ფაშინიანი უკან იხევს - ასეც შეიძლება ვუწოდოთ მის ბოლოდროინდელ განცხადებებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას თავისი შეცდომებისთვის საჯაროდ ბოდიში მოუხადა და პირობაც კი დადო, რომ მომხდარიდან ბევრ რამეს ისწავლის, იმავე შეცდომას აღარ დაუშვებს. სულ მალე კი მან ოპოზიცია გამოიწვია და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შესთავაზა.
უფრო კონკრეტულად,  სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უშვებს შესაძლებლობას, რომ ქვეყანა საპარლამენტოდან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს, ოქტომბერში კი ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდეს.

ავტორი: ნინი გოგიშვილი