"დაპირისპირება არის ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის და ეს სუბიექტი არის..." - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მასსა და ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს შორის შიდა დაპირისპირებაა, რის გამოც, გამყრელიძემ, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.
როგორც ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ერთადერთი სუბიექტი ვისთანაც დაპირისპირება აქვს, კორონავირუსია.
როგორც ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ერთადერთი სუბიექტი ვისთანაც დაპირისპირება აქვს, კორონავირუსია.