loader

"დიახ, ბატონმა ამირანმა ასე მითხრა იმ შეხვედრაზე" - რა გაიხსენა გიორგი ფხაკაძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიახ, ბატონმა ამირანმა ასე მითხრა იმ შეხვედრაზე" - რა გაიხსენა გიორგი ფხაკაძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შესახებ?

გიორგი ფხაკაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ "კოვაქს პლატფორმასთან" მომხდარ გაუგებრობასა და ვაქცინაციის პროცესის კიდევ ერთხელ გადავადებაზე პასუხისმგებელი პირი მინისტრი ვერ იქნება.

"მინისტრი ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვერ იქნება, იმიტომ, რომ მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობა. მინისტრთან სხვა პრეტენზიები გვაქვს ჩვენ ყველას. უბრალოდ, აქ ვიღაც სხვა უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი. პასუხისმგებელი პირი აქ არსებობს. მე როდესაც ვიყავი პრემიერთან შეხვედრაზე, პრაქტიკულად, დაავადებათა კონტროლი ლაპარაკობდა და მინისტრი ხმას არ იღებდა. ჩანდა, რომ ლიდერშიფი იყო ის. საქმე საქმეზე როდესაც დგება და ერთხელ ვთქვი კომენტარი, ბატონმა ამირანმა მითხრა, გიორგი, ნუ გვასწავლი, ჩვენ ყველაფერი ვიცით ძალიან კარგადო. აი, ვინ რას ასწავლის, აი, ეს არის პასუხი, სად არის ვაქცინა? სად არის პასუხისმგებლობა 3000 ადამიანზე, პირბადეების კონტროლი ვერ გააკეთეს ელემენტარულად და ახლა ვსაუბრობთ პროფესიონალიზმზე?" - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.