“ვაპირებთ, რომ 2024 წელს ოფიციალურად გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე“ - რაზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე
“შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება, ერთობლივი ძალსიხმევით ვებრძოლოთ არსებულ გამოწვევებს და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყენის სტაბილურ განვითარებაზე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.