ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა
რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. კრემლის მწვავე კრიტიკოსის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, მოქალაქეები ყოველწლიურად მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ევროპის დიდ ქალაქებში იკრიბებიან. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა. მოსკოვში გამართულ აქციაში მონაწილეობა 7,8 ათასამდე ადამიანმა მიიღო. პოლიტიკოსის მკვლელობის ადგილას მივიდნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები.
ავტორები: ნინი გოგიშვილი, ნინი გაბისონია