"საქართველოს მთავრობა, თქვენ ხართ ქვეყნის, საკუთარი მოსახლეობის, მომავალი თაობის უპირობო მტრები" - ხატია სიჭინავა
"მთავრობამ, რომელმაც მაქსიმალურად იზრუნა ბავშვების გაუნათლებლობაზე, ხოლო მშობლების გაღატაკებაზე, ახალი კანონი მიიღო საბოლოოდ ადამიანების უფლებების დასაკნინებლად", - ამის შესახებ ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, კერძო სკოლებს უფლება მიეცემათ, სწავლის გადასახადის გადაუხდელობის გამო მოსწავლეებს შეუწყვიტონ სტატუსი.
"ანუ თუ ფულს დროულად ვერ გადაიხდით, გეკრძალებათ საჯარო სკოლაში გადაყვანაც! ბავშვების უფლებები ფეხქვეშ გათელილი! მოკლედ, ხვალ კანონპროექტი გადის პირველი მოსმენით - კერძო სკოლებს უფლება მიეცეთ, სწავლის გადასახადის გადაუხდელობის გამო, მოსწავლეებს შეუწყვიტონ სტატუსი. ეს ყველაფერი გასაგები იქნებოდა, თუ:
1. ჯერ შეიტანდნენ ცვლილებას ზგშ კანონში - რადგან მოქმედი ვერსიით სტატუსს აღადგენს ის სკოლა, რომელიც წყვეტს. ხვალინდელი ცვლილებით - მოსწავლეს ვერ მიიღებს ვერცერთი სკოლა, სანამ მშობელი ფულს არ იშოვის, კერძო სკოლაში დავალიანებას არ დაფარავს და მოსწავლე არ დაიბრუნებს სტატუსს.
2. ეს შეეხებოდა მხოლოდ საშუალო საფეხურს - რადგან ამ საფეხურზე სწავლა კონსტიტუციით სავალდებულო არაა. ხვალინდელი ცვლილების შემდეგ - მოსწავლის საუკეთესო ინტერესი აღარ იარსებებს, მათ შორის, არც კონსტიტუციით გარანტირებული სავალდებულო ცხრაწლიანი განათლება.
მესმის იმ კერძო სკოლების ვაებაც, რომლებიც ამ პრობლემის გამო ზარალდებიან, თუმცა ამ შემთხვევაში უპირატესი ბავშვთა უფლებებია და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - ბავშვს აქვს განათლების უფლება (მუხლი 28; ბუკ) და აქვე, სახელმწიფო ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს ისე, რომ მოვალეობა და ვალდებულება, რომელიც მისი მოქალაქის, ამ შემთხვევაში არასრულწლოვანის, მიმართ აქვს, ყველა კანონის მიღების დროს ახსოვდეს.
საქართველოს მთავრობა თქვენ ხართ ქვეყნის, საკუთარი მოსახლეობის, მომავალი თაობის უპირობო მტრები! ყველა თქვენი ნაბიჯი ანტისახელმწიფოებრივი და ადამიანების დასაღუპად არის მიმართული! უკვე ყველა რეგიონში და ყველა ქუჩაზე აქცია გაქვთ! ეტყობა კარგად ვერ ხვდებით როგორ აჩქარებთ თქვენი ყოფნა არყოფნის საათს! როცა მიხვდებით, უკვე გვიან იქნება!" - წერს ხატია სიჭინავა.