დაჩიპვა, დნმ-ის ცვლილება, უნაყოფობა - რა ცრუ ინფორმაციებია გავრცელებული ვაქცინაციასთან დაკავშირებით?
კორონავირუსის ვაქცინის შექმნასა და მის წარმოებასთან ერთად, მის შემადგენლობასა და გრძელვადიანი შედეგების შესახებ ცრუ შეხედულებები და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება საგრძნობლად გახშირდა.
ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უკავშირდება ვაქცინებში მიკროჩიპებისა და სათვალთვალო მოწყობილობების განთავსებას. ამ უსაფუძვლო შეთქმულების თეორიის შემქმნელების მტკიცებით, ბილ გეითსს ვაქცინის გამოყენებით ადამიანების დაჩიპვა სურს. მან ეს თეორია თავადაც არაერთხელ უარყო, თუმცა ჭორები და ცრუ ინფორმაცია სოციალური მედიის გვერდებზე დღემდე ვრცელდება. არც ერთ ვაქცინაში არანაირი სახის ჩიპი არ ინახება. იხილეთ ვიდეო.
ავტორი: ნინი გაბისონია