loader

"ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი განიხილება" - სერგო ჩიხლაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი განიხილება" - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენების საკითხი განიხილება. როგორც მან "ფორმულას" განუცხადა, კულუარული ინფორმაცია უკვე 1 კვირაა აქვთ.

"განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი. ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული და დაუსაბუთებელი, იგივე, შეზღუდვებთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა. ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვა, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული. გადაწყვეტილია თუ არა, არ ვიცი, კულუარული ინფორმაცია 1 კვირაა გვაქვს, რომ ეს განიხილება", - განაცხადა ჩიხლაძემ.