"კოვაქს პლატფორმა" განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე "ფაიზერის" ვაქცინა
"კოვაქს პლატფორმა" განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ "ფაიზერის" ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით "კოვაქს პლატფორმას" "ინტერპრესნიუსმა" მიმართა.
როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.
"კოვაქსი" მოელის, რომ გზავნილების ძირითადი წილი მარტში განხორციელდება. თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენ მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება. ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" "კოვაქს პლატფორმაში".
რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, მათი განმარტებით, ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა "კოვაქსის პლატფორმიდან" დოზების მიღება შეძლოს.