loader

"სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა... ამაზე მწყდება გული" - ნიკა მელიას ინტერვიუ ციხიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა... ამაზე მწყდება გული" - ნიკა მელიას ინტერვიუ ციხიდან

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ, 26 თებერვლას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუ ნიკა გვარამიამ რუსთაველის გამზირზე, ადგილზე შეკრებილ აქტივისტებთან ერთად წაიკითხა. 

"არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ ალბათ ჯობია ვთქვა. გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ ნათია მეზვრიშვილმა, 20 ივნისის დამრბევი გახარიას მაშინდელმა მოადგილემ, საჯაროდ დამიცვა. ეს ერთი მაგალითია, ბევრმა სხვა ყოფილმა ქოცმა, რომ არაფერი ვთქვათ სხვებზე. და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელტანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში - გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ. ჩემ დაცვას ვინ დაეძებს, პარტია, რომელსაც წლები ხელმძღვანელობდა, პარტია, რომელმაც პრეზიდენტად წარადგინა და რომ არა მოპარული არჩევნები, აარჩევინა კიდეც მოსახლეობას, აი ამ პარტიის ცენტრალური ოფისის აღებაზე კაცს ხმა არ ამოუღია. მისი პირადი კაბინეტის, ყოფილის, აღებას უყურა და ხმა არ დაუძრავს, მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს. ყველა, ნაცმოძრაობის ყოფილი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გარდა. ამაზე მწყდება გული, მეტი არავიზე და არაფერზე", - ამბობს ნიკა მელია.