loader

ამირან გამყრელიძე ასახელებს 2 თვეს, როცა სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ - რას ამბობს კოვიდ 19-ის მესამე ტალღის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამირან გამყრელიძე ასახელებს 2 თვეს, როცა სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ - რას ამბობს კოვიდ 19-ის მესამე ტალღის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი?

"თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზდება.

"დასაშვებია, რომ ჩვენთანაც "ბრიტანული შტამის" მეტი გავრცელება იყოს, მას გავრცელების მეტი სისწრაფე ახასიათებს, უფრო ახალგაზრდა ადამიანებს აზიანებს, თუმცა სიმძიმით არ გამოირჩევა. მაგრამ ჩვენ ახლა დაღმავალ ტალღაზე ვართ, ანუ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება. ასე გაგრძელდება, თუ ჩვენ რამე დიდი შეცდომა არ დავუშვით, არ მოვეშვით, პირბადე არ გადავაგდეთ. თუ ისევ დავიწყეთ დიდი ქორწილები და თავშეყრები, ინფექციის გავრცელება გვექნება და შესაძლებელია, იყოს სხვადასხვა მუტირებული შტამები, ამიტომ რა თქმა უნდა, ამის ალბათობა არის. თუმცა ორი თვე - მარტი და აპრილია მეტად საფრთხილო. ფრთხილად უნდა ვიყოთ. როცა დათბება, მერე ნაკლებად მოსალოდნელია",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.