რა არის Clubhouse, რატომაა ასეთი პოპულარული და არის თუ არა მისით სარგებლობა უსაფრთხო?
ბოლო დღეების განმავლობაში აპლიკაცია Clubhouse-მა განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა. კონკრეტულად, რას წარმოადგენს ეს აპლიკაცია და რატომაა აუდიოჩათის პლატფორმა ასეთი პოპულარული?
Aljazeera-ს შედარებით, შეიძლება Clubhouse ისე აღვიქვათ, როგორც პოდკასტები პირდაპირ ეთერში. ეს მოწვევებზე დაფუძნებული აუდიოჩატის აპლიკაციაა, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი მას უბრალოდ, ვერ გადმოიწერს და ვერ შეუერთდება - გაწევრიანების მსურველს უკვე Clubhouse-ის არსებულმა მომხმარებელმა უნდა გამოუგზავნოს მოწვევა, რაც "კლუბს" ექსკლუზიურობის კომპონენტს მატებს.
ავტორი: ეკა აბაშიძე