loader

თბილისის 15 ქუჩა, სადაც დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის 15 ქუჩა, სადაც დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობის მიმდინარეობის გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

"საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე. მსვლელობისა და აქციის დროს ასევე შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ შემდეგ ქუჩებზე:

ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა, მიტროფანე ლაღიძის ქუჩა, ბესიკის ქუჩა, ლესია უკრაინკას ქუჩა, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა, 9 აპრილის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა, არჩილ ჯორჯაძის ქუჩა, გია ჭანტურიას ქუჩა, რეზო ლაღიძის ქუჩა, ვასო აბაშიძის ქუჩა, მესხიას ქუჩა.

ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი ალტერნატიული გზებით: მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, ასევე, ჭონქაძის ქუჩის გავლით, ზემო ვერის მიმართულებით.

ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. აქცია-მსვლელობის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.