რა ფოტოს აქვეყნებს კახა კალაძე სოციალურ ქსელში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ძლიერი ყინვების გამო, თბილისელი მძღოლები ჩივიან, რომ ქალაქში გადაადგილება შეუძლებელია და მოყინული გზების გამო ხშირად საავარიო სიტუაცია ექმნებათ. ქალაქის მერია კი იუწყება, რომ შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ გზების გასაწმენდად და ყოველდღიურად ქალაქის მასშტაბით 200 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი იყრება.
ორი დღის წინ "ფეისბუქზე" გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე ტექნიკურ მარილს ხელით ყრიან "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები. კომპანიამ ამის გამო განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო რომ, ყველა ქუჩასა და ტროტუარზე, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და მეტრო სადგურების ჩასასვლელებში, ასევე, საფეხმავლო ხიდებზე, ვერ მოძრაობს სპეციალური ტექნიკა და ასეთ ადგილებში მარილი იყრება ნიჩბით, ან ხელით.
მოყინული გზებისა და ტექნიკური მარილის თემას კახა კალაძე ფოტო-შარჟით გამოეხმაურა. თბილისის მერის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო-მონტაჟი, რომელზეც კახა კალაძე ცნობილი თურქი მზარეულის, ნუსრეთ გოქჩეს სტილში ყრის მარილს.