loader

5 შეზღუდვა, რომლებიც დღეიდან მოიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

5 შეზღუდვა, რომლებიც დღეიდან მოიხსნა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ 24 თებერვალს, სხდომაზე, დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

25 თებერვალს სამთო კურორტებზე სასტუმროები უკვე გაიხსნა; ასევე ამოქმედდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

1-ლი მარტიდან კი ბათუმში ფუნქციონირებას განაახლებენ რესტორნები შიდა სივრცეებში, შაბათ-კვირის გარდა; ასევე განახლდება კონფერენციები და ტრენინგები; ფუნქციონირებას აღადგენენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო; ასევე, კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები; საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკებიც.