არჩილ თალაკვაძე ოპოციზიას მიმართავს
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეწყვიტონ სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ახლა ქვეყანას გაძლიერება სჭირდება და არა დესტაბილიზაცია. ის ასევე გამოთქვამს მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის და ამბობს, რომ შეთანხმება მხოლოდ სამართლიან პირობებზეა შესაძლებელი.