პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლა დასრულდა
პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლა დასრულდა. თუმცა, საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები და აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება. როგორც ისინი ახადებენ, ღამის გათენებას პარლამენტთან არსებულ კარვებში აპირებენ. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ.წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.