რა ხდება ამ წუთებში კანცელარიასთან - კადრები მონტაჟის გარეშე
მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები დღეს, 15:00 საათზე, აქციას გამართავენ, სამართალდამცველების მობილიზება ხდება.
მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციის დანაყოფები ავტობუსით მიიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულნი არიან ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა; გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.