loader

ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია - მძაფრი კადრები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია - მძაფრი კადრები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში, შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა; გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

ნიკა მელიას დაკავებას წინააღმდეგობას უწევდა პარტიის ოფისში შეკრებული ათეულობით მოქალაქე, რომელთა შორის როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ისე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები იყვნენ. რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი მელიას მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას. ნიკა მელიას დაკავების გარდა, დარბეულია პარტის ოფისი, მათ შორის, არქივის, IT-ის ოთახები.

რა ხდებოდა სპეცოპერაციის დროს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და როგორ გამოიყურება პარტიის ოფისი ამჟამად, გთავაზობთ „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტების - გიორგი ჟამერაშვილისა და ვანო გორგიშვილის მიერ მომზადებულ ფოტორეპორტაჟს.