ნიკა მელია დააკავეს
სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.
სამართალდამცველებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე, როგორც მთლიანად პარტიის ოფისში, სამართალდამცველებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.
სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცველებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის, პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ.