loader

"საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი" - მიხეილ სააკაშვილი კობახიძის ორდენით დაჯილდოებასა და ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი" - მიხეილ სააკაშვილი კობახიძის ორდენით დაჯილდოებასა და ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის თავისუფლების ორდენით დაჯილდოებასა და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება:

"ეს ორდენი ჩემი ინიციატივით იქნა დაწესებული. ჩემს წარმოდგენაში ეს ორდენები უნდა მინიჭებოდათ ქართველ გმირებს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს თავისუფლების განმტკიცებაში. და ასევე უცხოელ მოღვაწეებს, ისეთი როგორც მაგალითად, ჯონ მაკკეინი იყო ან კონდოლიზა რაისი. საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი - ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება!

დღეს კიდევ ღარიბაშვილმა თქვა, რომ თურმე "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქართული ეკონომიკა საბოლოოდ გაპარტახდა. ე.ი. მაშინ 4-ჯერ რომ გაიზარდა, ეს იყო გაპარტახება და ახლა ამათ დროს არამხოლოდ არ გაზრდილა, 6%-ით შემცირდა და ეს არის აყვავება? სასწრაფოდ, ამასაც მიეცით გაბახებული თავისუფლების "ორდენი"...! ოღონდ, აბა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ ვის უფრო მეტი ბანტი ეკუთვნის - ღარიბაშვილს თუ კობახიძეს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.