ეროვნულ გამოცდებზე ცვლილებები იგეგმება
"ეროვნული გამოცდების რეფორმა აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოცდები გადავიტანოთ უნივერსიტეტებში", - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ კაბინეტს უსმენდნენ.
მისივე თქმით, განიხილება უნივერსიტეტში ჩარიცხვის ისეთი მიდგომაც, როდესაც რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იქნება სხვა კომპონენტები, როგორიც არის: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან, კლასგარეშე მუშაობა და სხვა.