რა არის ცნობილი ნინო ჩახნაშვილის შესახებ?
ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი გახლდათ. მისი სახელი ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურია და დაკავშირებულია გახმაურებულ საქმეებთან.
კერძოდ, ჩახნაშვილის გვარი ფიგურირებს 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ 16 პირთა საქმეში. მან არცერთ მათგანს, მიუხედავად თვალსაჩინო ფიზიკური დაზიანებებისა, დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. მათ შორის იყვნენ მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგეს.
ავტორი: ნინი გოგიშვილი