loader

"საერთოდ არ ვარ გასწორებულში..." - მაკო გომური გახარიას წასვლაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საერთოდ არ ვარ გასწორებულში..." - მაკო გომური გახარიას წასვლაზე

"საერთოდ არ ვარ გასწორებულში, 20 ივნისზე არ უგია პასუხი... დაზეპირებული ფრაზებით წავიდა" - ასე ეხმაურება გიორგი გახარიას გადადგომას მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციაზე, თვალი დაკარგა.

"საერთოდ არ ვარ გასწორებულში. არც გამხარებია, რავი, მიზეზი არ მაქვს მაგის.
არც ოც ივნისზე უგია პასუხი, არც გამოძიების დაჩქარებას შეუწყო ხელი და იგივე დაზეპირებული ფრაზებით წავიდა, რომ იყო შტურმის აცილება, რომ პარლამენტი აღებას გადაარჩინა, რომ ქვეყანა მასშტაბურ გადატრიალებას მოარიდა და ა.შ.

რაც აქამდე იყო, ვიღაც ტიპი, რომელიც ძალიან უნამუსო აღმოჩნდა, იგივე დარჩება ჩემთვის. მის ადგილს სხვა დაიკავებს, ვინც ხელახლა გააჟღერებს იმ, "მათავარის" სათქმელს. ასე რომ, არ ვგრძნობ არც კმაყოფილებას და არც რაიმე მაგდაგვარს", - წერს მაკო გომური.