"გახარია იყო მაღალრეიტინგული კაპიტალი ძალაუფლების გარეშე, რომლის გამოყენება არ ხდებოდა" - ანა დოლიძე
მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე გიორგი გახარიას გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"გახარიას გადადგომის ოთხი მიზეზი:
1. გახარიას გადადგომა დღეს არის დროული და სწორი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ის, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ხდება, არის აბსოლუტური უგუნურება და სახელმწიფოსთვის საზიანო;
2. გახარია იყო მაღალრეიტინგული კაპიტალი ძალაუფლების გარეშე, რომლის გამოყენება არ ხდებოდა და, შესაბამისად, შეიძლება მან გადაწყვიტა დროზე დაეხსნა თავი პასუხისმგებლობისგან, რომელიც მისი არ იქნებოდა - იგულისხმება მელიას დაჭერა;
3. ეს მაგონებს 2001 წელს ზურაბ ჟვანიას გადადგომას, ქვეყანაში სიტუაციის დეესკალაციის მცდელობას;
4. ვნახავთ მომავალში, ხომ არ არის ეს "ქართული ოცნების" შიგნიდან წამოსული მცდელობა, ცალკე შექმნან პოლიტიკური ოპოზიციური გუნდი", - ამბობს დოლიძე.