აშშ-ის საელჩო საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მიმართავს
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდებს. შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე საელჩო განცხადებას ავრცელებს.
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების ფონზე. ძალადობა მხოლოდ მათ ემსახურება, ვისაც სურთ, შეარყიონ საქართველოს სტაბილურობა. ეს უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოქვეყნდა.