სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები - რა ვიდეომასალას ავრცელებს თბილისის მერია?
თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, როდესაც პარკებსა და სკვერებში ვანდალიზმის ფაქტს დააფიქსირებენ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2020 წელს თბილისის 168 მისამართზე ვანდალიზმის მთელი რიგი შემთხვევები აღირიცხა.
"მოპარული სკამები, განზრახ დამტვრეული საბავშვო ატრაქციონები, მოგლეჯილი ხელოვნური საფარი, ხერხით გადაჭრილი სკამები, განადგურებული უსაფრთხოების კამერები - ესაა ვანდალიზმის სამწუხარო ფაქტები, რომლებიც დედაქალაქში ფიქსირდება და განსაკუთრებით ეს ყველაფერი ხდება იმ პარკებში, იმ სკვერებში, რომლებიც ახლად რეაბილიტირებულია", - განაცხადა კალაძემ.