ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურაში საგანგებო განცხადება გაკეთდა
აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით არის ძალიან მარტივი მოცემულობა, არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომელსაც დაევალებათ ამ გადაწყვეტილების შესრულება,- ამის შესახებ ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე განმარტებით, მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილებები დროის უმოკლეს ვადაში უნდა აღსრულდეს, განსაკუთრებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული საქართველოში იმყოფება.