ვრცელდებოდა თუ არა კორონავირუსი უჰანში 2019 წლის დეკემბერში?
ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, ჩინეთში, ქალაქ უჰანში, 2019 წლის დეკემბერში კოვიდ-19-ის გავრცელების მაჩვენებელი იმაზე დიდი იყო, ვიდრე აქამდე ეგონათ. უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნულ ქალაქში ვირუსის 13-მდე შტამი არსებობდა.
მკვლევარები ჩინეთის ჯანდაცვის ორგანიზაციას სთხოვენ, ასიათასობით სისხლის ნიმუში გადასცენ, რათა უფრო ნათლად დაინახონ რეალური სურათი, თუმცა მთავრობა გადაცემაზე უარს ამბობს. ექსპერტ ბენ ემბარეკის თქმით, ვირუსი უჰანში 2019 წლის დეკემბერში ფართოდ ვრცელდებოდა, რაც ახალი აღმოჩენაა და უტყუარი ფაქტებით დგინდება. იხილეთ ვიდეო.
ავტორი: ნინი გოგიშვილი