loader

ყალბი ვაქცინის წარმოების ფაქტზე ჩინეთში თაღლითური ჯგუფის ხელმძღვანელი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყალბი ვაქცინის წარმოების ფაქტზე ჩინეთში თაღლითური ჯგუფის ხელმძღვანელი დააკავეს

ჩინეთში ყალბ ვაქცინასთან დაკავშირებული თაღლითური ჯგუფის ხელმძღვანელი დააკავეს, რომელიც მარილიან ხსნარსა და მინერალურ წყალს ვაქცინებად ასაღებდა.

BBC-ის ინფორმაციით, მამაკაცმა ნამდვილი ვაქცინების შეფუთვის ნიმუშები შეისწავლა და საკუთარი ნაზავის 58 000-ზე მეტი ფლაკონი დაამზადა.

ყალბი ვაქცინების ერთი პარტია კონტრაბანდის გზით საზღვარგარეთ გავიდა, თუმცა უცნობია, კონკრეტულად სად. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დაკავებულმა და მისმა გუნდმა ამ გზით, გასული წლის აგვისტოდან, 18 მილიონი იუანის (დაახლოებით 2.78 აშშ დოლარი) მოგება ნახეს. ჩინეთში მსგავსი დანაშაულისთვის 70 პირია დაკავებული.