"ბეჭი არ ამოიგდოთ... თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ, დავბრუნდები და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს იყო შერცხვენილი" - თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს
"ბეჭი არ ამოიგდოთ (ჰმ, ამის თარგმნა ვინძლო გაჭირდეს), ბატონო ალეკო. მე დავბრუნდები და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი", - აღნიშნულით თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
დღეს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თეა წულუკიანმა "სამარცხვინო მართლმსაჯულება ჩამოაყალიბა".
"ყველაზე მეტად მეიმედებოდა სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ბიძინა ივანიშვილზე მეტად მეიმედებოდა ერთი ქალი, ერთი გოგო, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა. იმ ადამიანს "ქართულმა ოცნებამ" სწორედ იუსტიციის სამინისტრო ჩააბარა, ლათინურიდან თუ ვთარგმნით სამართლიანობის სამინისტრო. ყველაზე დიდხანს მინისტრად მან გაძლო და რა მივიღეთ? პოლიტიკური მართლმსაჯულება კი არა, სამარცხვინო მართლმსაჯულება, სამარცხვინო პროკურატურა, სამარცხვინო სასამართლო, რომლის შედეგებზეც ახლა ვმსჯელობთ", - აღნიშნა ელისაშვილმა.