loader

"არასოდეს ვიყენებდი ამ ფრაზას, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა" - ნიკა მელია ხელისუფლებას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არასოდეს ვიყენებდი ამ ფრაზას, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა" - ნიკა მელია ხელისუფლებას მიმართავს

არც პროკურორს ვურეკავდი და კამპანია ჩავატარე ბოლო-ბოლო, ანუ იმ გადაწყვეტილებას ვარღვევდი იმთავითვე. მაშინ რატომ არ ვიყავი დასაჭერი? ამ ადამიანებს ასე სჩვევიათ, ასე არიან იქ, „დამოკლეს მახვილს“ კიდებენ ადამიანებს... მელია კარგად მოიქეცი, თორემ დაგიჭერო - მცდელობა ჰქონდათ წლების წინ. თუ შემეშინდებოდა ციხის, ვერ ვიქნებოდი ის, რაც ახლა ვარ. იქ ვინც ჰყავთ „ქართულ ოცნებაში“, ასე ჰყავთ დამონებული, დამორჩილებული, ვიღაცას ფული აქვს მოპარული, ვიღაც კორუფციაშია ჩაფლული. აბა, ახლა ბექა ოდიშარიას გგონიათ არ ესმის ეს? რომელ სახელმწიფო პრინციპებზე და კანონის უზენაესობაზე მელაპარაკება ბექა ოდიშარია? გასვრილია კორუფციაში და რა წამსაც ნაბიჯს გადადგამს, ყურზე მოჰკიდებენ ხელს და შეაგდებენ იქ, სადაც მათი ჭკუით უნდათ, რომ მე შევიდე. ასე ჰყავთ ყველა დამონებული. შეხედეთ, ესენი არიან მონები და ეს მონები მე ვერ დამიჭერენ, გამორიცხულია. მდინარაძე, თალაკვაძე, კობახიძე, ივანიშვილი, მურუსიძე - ესენი არიან, არასდროს ვიყენებდი ამ ფრაზას, ვცდილობდი მეთქვა, რომ უსიტყვო მორჩილებაში არიანო, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა, - ესენი არიან მონები. მონებო, ვერ გამასამართლებთ. ის მონა - მურუსიძე რომ გელოდებათ შემდეგ ეტაპზე, ისიც ვერ გამასამართლებს. მონა ვერ გაასამართლებს ღირსეული საქართველოს ვერცერთ მოქალაქეს. მორჩა და გათავდა, შეეგუეთ ამას!“ - განაცხადა მელიამ.