ისრაელი ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის სასტუმროებისა და სპორტდარბაზების გახსნას გეგმავს
ისრაელი 21 თებერვლიდან სასტუმროებისა და სპორტდარბაზების იმ მოქალაქეებისთვის გახსნას გეგმავს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად არიან ვაქცინირებულნი ან კორონავირუსი გადატანილი აქვთ.
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელი 27 დეკემბერს დაწესებული კარანტინის რეჟიმის თანდათან შემსუბუქებას კვირიდან, მოლების, ღია ტიპის ბაზრობების, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გახსნით დაიწყებს.
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელი 27 დეკემბერს დაწესებული კარანტინის რეჟიმის თანდათან შემსუბუქებას კვირიდან, მოლების, ღია ტიპის ბაზრობების, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გახსნით დაიწყებს.