loader

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს

პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს.

გენერალური პროკურატურა 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს, უფრო მკაცრი ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს 12 თებერვალს მიმართა.

გენერალური პროკურორის წინადადების საფუძვლიანობას ხვალ საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ და არსებული ინფორმაციით, საკითხი ხვალვე პლენარულ სხდომაზე გავა. გადაწყვეტილება დადგენილებით მიიღება. სხდომაზე მოხსენებას გააკეთებს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი.