გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმეზე ბაბუა დააკავეს - შსს დაკავების კადრებს აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ბაბუა, 1945 წელს დაბადებული ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.