loader

“18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!“ - თამარ ივერი ხელისუფლებას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!“ - თამარ ივერი ხელისუფლებას მიმართავს

“საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა მიიღოს კანონი:
18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!
წასვლის მაქსიმალური დრო უნდა განისაზღვროს 1 წლით!! გაივსო ქვეყანა.... საშოვარზე გადაკარგული დედების მიერ უპატრონოდ მიტოვებული, გაუბედურებული ბავშვებით!!
ისინი შემდგომ ან ოჯახური, ან გოგონები ვინმე მამაკაცის სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან,ან ცუდ წრეში ვარდებიან: ნარკომანდებიან, აზარტულ თამაშებს ეძალებიან, სწავლა განათლებაც გვერდით რჩებათ, ხშირად ძლიერ ფსიქოლოგიურ ტრავმებს იღებენ ან უარეს შემთხვევაში, მიტოვებულნი, მარტოსულნი და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილნი სუიციდით ამთავრებენ სიცოცხლეს!!!
არანაირი თვეში 800€ და ვიღაც იტალიელი და ბერძენი მოხუცების ღამის ქოთნების ქცევა არ ღირს საკუთარი შვილის გაუბედურებად! ბოლობოლო უნდა დავემსგავსოთ ქვეყანას და უნდა დაენიშნოს 18 წლამდე მოზარდის მშობელს თვეში მინიმუმ 1000ლარიანი დახმარება და პრიორიტეტული დასაქმება!!! პარლამენტარებო! მოიკელით გეთაყვა ისედაც გაბერილი ხელფასები და პრემიები და იზრუნეთ ჯანსაღი თაობის აღზრდაზე მათ მშობლებთან ერთად! მორჩა!“ - წერს თამარ ივერი.