loader

რას ამბობს ჯანმო-ს დირექტორი კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ? - "ჩინეთში ჩატარებული მოკვლევისას ექსპერტებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ჯანმო-ს დირექტორი კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ? - "ჩინეთში ჩატარებული მოკვლევისას ექსპერტებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვეს"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ ყველა ვარაუდი ჯერჯერობით ღიად რჩება.

„წამოიჭრა კითხვები, მოხდა თუ არა ზოგიერთ ჰიპოთეზაზე უარის თქმა. გუნდის ზოგიერთ წევრთან საუბრის შემდეგ, მინდა დავადასტურო, რომ ყველა ჰიპოთეზა ღიად რჩება და საჭიროებს შემდგომ ანალიზსა და შესწავლას. ზოგიერთი სამუშაო, შესაძლოა ჩვენი ჯგუფის მისიის ფარგლებს გარეთ იყოს“, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისი განმარტებით, ჩინეთში ჩატარებული მოკვლევისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვეს.