"ვიღაც არარაობა ღიად მემუქრება ტყვიით" - რა ინფორმაციას ავრცელებს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში?
ინგა გრიგოლია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. ჟურნალისტის თქმით, მას ემუქრებიან. ინგა გრგიგოლია აღნიშნულის დასადასტურებლად სოციალურ ქსელში მუქარის წერილებს აქვეყნებს.
"აქა ამბავი იმისა, როგორ ღიად მემუქრება ტყვიით ვიღაც არარაობა. დიდი იმედი არ მაქვს, რომ შესაბამისი სტრუქტურა რეაქციას მისცემს ამ ფაქტს, მაგრამ მაინც დავდებ. ვნახოთ, დაიბარებენ თუ არა!!! შინაგან საქმეთა სამინისტრო/Ministry of Internal Affairs of Georgia
p.s განვაახლებ, დამირეკეს პოლიციიდან, მივალ ხვალ საღამოს. ვნახოთ, როგორ დასრულდება ამ ავადმყოფის ამბავი", - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.